fbpx
საზოგადოება

რომელ საათზე დაიწყება საბერძნეთის სკოლებში გაკვეთილები მომდევნო წლიდან?!

განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საბერძნეთის სკოლებში (Λυκειο, γυμνασιο) გაკვეთილების დაწყების დრო იცვლება. ამ დრომდე ბავშვებს სკოლაში მისვლა 08:15 საათზე ევალებათ.

კერძოდ, განათლების მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ 2019 წლის 11 სექტემბრიდან სკოლებში გაკვეთილები 09:00 საათზე დაიწყება, ნაცვლად 08:15 საათისა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში სწავლა ასე ადრე არ იწყება, საბერძნეთი ამ მხრივ გამოირჩევა.

გამომიდნარე იქიდან, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში მოსწავლეებისთვის სკოლის კარი 09:00 საათზე იხსნება, ამ რეგულაციის დანერგვას საბერძნეთიც ცდილობს.

იგეგმება, რომ გაკვეთილები 09:00 საათზე დაიწყოს და 45 წუთით გვიან დამთავრდეს იმ დროზე, რა დროსაც ახლა მთავრდება.

“ახლა, თქვენ გექნებათ შანსი, მეტი იძინოთ,” დაამატა მინისტრმა.

onalem

ტესტ