fbpx
საზოგადოება

ემიგრანტების დაპირისპირება ლარისას სადგურში – დაჭრილია ერთი მათგანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 საათის წინ ლარისას სადგურში ორ ემიგრანტ მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, 24 წლის ირანელმა მამაკაცმა 37 წლის ავღანელი, სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად, დანით დაჭრა.

დაშავებული სწრაფად გადაიყვანეს ევანგელისმოს საავადმყოფოში, სადაც პირველადი დახმარება გაეწია.

24 წლის ირანელი დაკავებულია, დაპირისპირება კი პირადი მიზეზებით იყო გამოწვეული.

 

onalem

ტესტ