fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის სუპერმარკეტებში საშიში პროდუქციის ამოცნობა ტელეფონით იქნება შესაძლებელი

შექმნის პროცესშია ახალი, რევოლუციური აპლიკაცია, რომელსაც ტელეფონში ჩამოტვირთავთ და უპრობლემოდ ამოიცნობს ყველა ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტს. ეს ყველაფერი კი საბერძნეთში. როგორ?!

იდეა ქიმიურ ინჟინერს, ზოი კურნიას ეკუთვნის. აპლიკაცია გამოსაყენებლად უმარტივესი იქნება და როდესაც სუპერმარკეტში შეხვალთ, ტელეფონით შეამოწმებთ სასურველი პროდუქტის ეტიკეტს, რომელზეც შემადგენლობაა დატანილი. ამის შემდეგ აპლიკაცია ინფორმაციას გადაამუშავებს და გიჩვენებთ, ჯანსაღია თუ არა ის გამოსაყენებლად.

კურნიას თქმით, პროგრამას უამრავი მომხმარებელი ელის.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ვიცით, თუ რას ვყიდულობთ ან გვგონია, რომ პროდუქტი ჯანსაღია, მაგრამ რეალურად შემადგენლობის წაკითხვისასაც კი, რთულია იმ ინგრედიენტების ბუნების ცოდნა, რომლებისგანაც ის შედგება.

აპლიკაცია ამოიცნობს შემადგენლობის სარგებლიანობას როგორც საკვებზე, ასევე სასმელსა და კოსმეტიკაზეც კი.

მისი სახელი იქნება “Ingredio”.

onalem

ტესტ