fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დამწვარია ყველაფერი, 13.000-მდე იმიგრანტი ცეცხლმოკიდებული ბანაკიდან გაიქცა – ლესვოსზე პოლიცია ათენიდან ჩადის

კუნძულ ლესვოსზე მორიას იმიგრანტთა ბანაკში საზარელი სურათია. დამწვარია ყველაფერი და უზარმაზარი ბანაკის რამდენიმე წერტილში ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამქვრალი.

როგორც ცნობილი გახდა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ათენიდან ლესვოსზე MAT-ის ოფიცრები გაიგზავნნენ, ვინაიდან ქუჩებშია დარჩენილი ათასობით იმიგრანტი, რომელიც ცეცხლს გამოექცა.

აღმაშფოთებელი ფაქტია ამ ადამიანებს შორის კორონავირუსის მატარებლების ყოფნა, ვინაიდან ვირუსის გავრცელებისთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი სიტუაციაა. იმის ფონზე, რომ 35-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, ახლა მათი თავშესაფარი აღარ არსებობს, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება.

იხილეთ მასალა:

onalem

ტესტ