fbpx
საზოგადოება

გარდაცვლილია 50 წლს მამაკაცი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო – საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ იმატა

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკეას საავადმყოფოში კორონავირუსით 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო და მდგომარეობის გაუარესება არ გამოუწვევია რაიმე თანმდევ დაავადებას.

სამწუხაროდ, საერთო ჯამში საბერძნეთში ვირუსის მსხვერპლთა ჯამი 293-ია.

დღეს, 9 სექტემბერს, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 3 ფაქტი ფიქსირდება, გუშინ 1, ხოლო გუშინწინ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე ნეგატიური მონაცემები გვაქვს რეანიმაციაში მყოფებთან დაკავშირებით, რადგან მართვით სუნთქვაზე 46 პაციენტია გადაყვანილი.

ატიკის რეგიონი რჩება “წითელ ზონად”, ვინაიდან დღეს ინფიცირების 98 შემთხვევა სწორედ ამ რეგიონშია გამოვლენილი, ხოლო დანარჩენები, მცირე რაოდენობით, მთელ საბერძნეთზე ნაწილდება.

onalem

ტესტ