fbpx
საბერძნეთი

დამწვარია სახლები, მანქანები, ეზოები: საგანგებო მდგომარეობა ხანძრების გამო საბერძნეთში

დღეს საბერძნეთში ხანძრების გაჩენის კუთხით დიდი რისკები ფიქსირდებოდა და ექსპერტთა პროგნოზები გამართლდა კიდეც. ცეცხლი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ანავისოს და კერატეას ტერიტორიებზე.

ირკვევა, რომ დამწვარია მანქანები, ეზოები, სახლები. სახანძრო სამსახური წარმოუდგენელ შრომას სწევს, რომ სიტუაცია კონტროლის არეში მოაქციოს, მაგრამ ადგილზე შედეგები უკვე ნამდვილად მძიმეა.

მოსახლეობას 112-დან მიუვიდა SMS, რომელიც მათ მოუწოდებდათ, თუ იმყოფებოდნენ, ანავისოს ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ წასულიყვნენ სარონიდას მიმართულებით.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, მდგომარეობა არის კატასტროფული.

კერატეას ხანძრისგან გამოწვეული კვამლი შესამჩნევი იყო კუნძულ კრეტაზეც კი.

onalem

ტესტ