fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში იქნება კორონავირუსის მე-4 ტალღა და გავრცელდება მათში, ვინც არ იქნება აცრილი” – ილიას მოსიალოს

გამოჩენილმა პროფესორმა, ილიას მოსიალომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია, “დელტა”, გამოიწვევს მისი გავრცელების მეოთხე ტალღას და ის “დაარტყამს” მათ, ვისაც ვაქცინა არ ექნება გაკეთებული.

“დაავადებათა პრევენციის ევროპულ ორგანოს უკვე აქვს ნათქვამი, რომ “დელტა” მუტაცია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს გავრცელდება და ინფიცირებულთა 90%-ს სწორედ ის გამოუვლინდება. ეს იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და გავრცელდება მათში, ვინც არ იქნება აცრილი.

საუბარია არა მხოლოდ სრულიად აუცრელ ადამიანებზე, არამედ მაგალითად ბავშვებზე და მათზეც, ვისაც ჯერ მხოლოდ ერთი დოზა ექნება გაკეთებული. 

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მესამე დოზის გაკეთებაც უნდა დაჩქარდეს, რომ იმუნიტეტი მაქსიმალურად იყოს გამომუშავებული. ვაქცინირებულ ადამიანებს გაცილებით ნაკლები პრობლემები შეექმნებათ, ყველა შემთხვევაში,” თქვა პროფესორმა.

შეგახსენებთ, რომ “დელტა” მუტაცია საბერძნეთში ყველაზე ბოლოს გავრცელებული შტამია და ბრიტანულ შტამზე 60%-ით მეტი გადამდებიანობით ხასიათდება.

onalem

ტესტ