fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 5 რამ, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ, თუ ვაქცინა არ გექნებათ გაკეთებული

დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი. ხვალ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები გაავრცელებენ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, თუ რისი უფლება ექნებათ ვაქცინირებულ ადამიანებს და რის გაკეთებას ვერ შეძლებენ ისინი, ვინც აცრის წინააღმდეგია.

კერძოდ, გამოიყოფა ხუთი ძირითადი პუნქტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს და ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია.

  • ვაქცინირებული პირები ყველა დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შევლენ, ხოლო აუცრელ პირებს ამის უფლება არ ექნებათ. მათთვის კვლავ სავალდებულო დარჩება პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეებში.
  • ნებისმიერი სახის გადაადგილება და მოგზაურობა სხვა ქვეყნებში ვაქცინირებული პირებისთვის დაშვებული იქნება ტესტირების ჩატარების გარეშე, აუცრელები კი ამას ვერ შეძლებენ. მათთვის სავალდებულო დარჩება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა.
  • ვაქცინირებულ პირებს ექნებათ უფლება შევიდნენ თეატრებში, კინოებში, სტადიონებზე, კონცერტებზე, ფესტივალებზე, ბარებსა და რესტორნებში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აუცრელებისთვის კი კვლავ იმოქმედებს შეზღუდვები.
  • ხვალიდან, 28 ივნისიდან, ვაქცინირებული პირები სამსახურებსა და სპორტულ დარბაზებში ტესტირების გარეშე ივლიან (თუკი გასულია მეორე დოზის გაკეთებიდან 15 დღე).
  • ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად იმოგზაურონ ციფრული სერთიფიკატის გამოყენებით, რომელიც 1 ივლისიდან შევა ძალაში. ხოლო აუცრელი ადამიანები კვლავ დაექვემდებარებიან უსაფრთხოების პროტოკოლს, რაც გულისხმობს ტესტს, შესაძლო კარანტინს და ა.შ.

 

onalem

ტესტ