fbpx
საზოგადოება

ახალი შოკისმომგვრელი ბრალდება ექიმებს ფეხმძიმე ქალისგან: საავადმყოფოში არ მიიღეს და ბავშვი დაკარგა

თესალონიკიდან კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ამბავი ვრცელდება, რომელიც ფეხმძიმე ქალს ეხება. როგორც ირკვევა, “იპოკრატიოს” საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ, რომ ორსული არ მიიღეს, რადგან მათი მორიგეობის საათები სრულდებოდა, შედეგად კი, მშობიარობას გართულებები მოჰყვა და ბავშვი დაკარგა.

ფეხმძიმე ქალმა და მისმა მეუღლემ სარჩელი უკვე შეიტანეს საავადმყოფოს პასუხისმგებელი პირებისა და ექიმების წინააღმდეგ. მათი განმარტებით, “იპოკრატიოს” საავადმყოფოში გაუსაძლისი ტკივილებითა და სისხლდენით მივიდა, მაგრამ ადგილზე განუცხადეს, რომ საავადმყოფო იმ დროისთვის უკვე აღარ იყო მორიგე, აღნიშნული მდგომარეობის გასამკალვებლად და შემდეგ “პაპაგეორგიუში” გადაამისამართეს. ქალბატონს, ფაქტობრივად, უარი უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ სამშობიაროში შეეყვანათ. საბოლოოდ “პაპაგეორგიუში” იმშობიარა, უამრავი გართულების ფონზე კი, რაც დაგვიანებას მოჰყვა, ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც აღნიშნავენ, ეს შემთხვევა ჰგავს პატრაში, “აგიოს ანდრეას” სახელობის საავადმყოფოში მომხდარ ამბავს, რომელიც 49 წლის მამაკაცს უკავშირდება.

 

 

onalem

ტესტ