fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები საბერძნეთის სუპერმარკეტებში ხვალიდან, მაღაზიების გახსნასთან ერთად

ვინაიდან 5 აპრილიდან საბერძნეთში მაღაზიები იხსნება, ცვლილებები შევა სუპერმარკეტების მუშაობასთან დაკავშირებითაც.

კერძოდ, საუბარი არ არის სამუშაო გრაფიკზე, არამედ ფაქტზე, რომ ხვალიდან სუპერმარკეტებში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი პროდუქტის შეძენა.

ამ დრომდე, მაღაზიების მუშაობის შეჩერების ფონზე, აკრძალული იყო კონკრეტული ნივთების გაყიდვა, რომლებსაც არ ჰქონდათ პირველადი საჭიროების დანიშნულება, ამიერიდან კი წითელი ლენტები მოიხსნება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტების თაროებზე დევს.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო გრაფიკი არის 07:00 საათიდან (ზოგიერთი სუპერმარკეტი იხსნება 08:00 საათზე) 20:30 საათამდე, როგორც კვირის დღეებში, ასევე შაბათს, ვინაიდან აღარ მოქმედებს 19:00 საათიდან გადაადგილების აკრძალვა.

სუპერმარკეტებში წასასვლელად კვლავ ვაგზავნით SMS-კოდს (2).

onalem

ტესტ