fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთს აქვს ყველაფერი, რაც ტურისტებს სჭირდებათ” – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ლამაზი დანიშნულების ადგილი

ბერძნული ტურისტული მარკეტინგის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საშუალებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საბერძნეთი წელს სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. ის ლიდერთა სიაშია.

როგორც ირკვევა, ბოლო თვეების მანძილზე არსებული უკიდურესად მძიმე ვითარების ფონზე, 3 გამოკითხულიდან 2 ამბობს, რომ მოგზაურობას აპირებს და ამისთვის ვაქცინის გამოგონებას არ დაელოდება. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2,750-მდე რესპოდენტმა.

საბერძნეთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი უკვე მოიპოვა და ფრენები 15 ივნისიდან იწყება. 1 ივლისს ქვეყანა უკვე ყველა მიმართულებით გახსნის საზღვრებს და ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

გამოკითხულთა 55% საფრანგეთიდან, 55% დიიდ ბრიტანეთიდან, 62% გერმანიიდან სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საერთაშორისო მოგზაურობაში წავიდეს და საბერძნეთი ნამდვილად ფლობს ყველაფერს, რაც მათ მოიზიდავს.

მომდევნო სამი თვის მანძილზე ქვეყანა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იმოქმედებს სპეციალური პროტოკოლით.

onalem

ტესტ