fbpx
საზოგადოება

შემზარავი ინციდენტი თესალონიკში: გარდაცვლილი მამაკაცი უნივერსიტეტის წინ რამდენიმე საათი ეგდო

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თესალონიკის უნივერსიტეტის წინ, საკმაოდ თვალსაჩინო ადგილას მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

Thestival.gr იუწყება, რომ ცხედარი ამ ადგილას რამდენიმე საათის მანძილზე ეგდო და ინციდენტის გარემოებები უცნობია.

ამ დროისთვის პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, გარდაცვალების მიზეზების დადგენას.

ჩატარდება ექსპერტიზაც და ინციდენტის ადგილას მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ