fbpx
საბერძნეთი

როგორ მუშაობს დღეს ათენის საჯარო ტრანსპორტი?!

დღეიდან ათენის საჯარო ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს.

კერძოდ, მეტროს 1-ლი ხაზი (ელექტრო მატარებელი/ტრენო) 05:30 საათიდან 23:30 საათამდე იმოძრავებს ყოველ 10 წთ-ში ერთხელ, ხოლო დანარჩენ სამუშაო საათებში ყოველ 15 წთ-ში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებზე მატარებლები 09:00 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 10 წუთში ერთხელ, 09:00-დან 17:00 საათამდე ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო 17:00 საათის შემდეგ კვლავ 10 წუთში ერთხელ. შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით მთელი სამუშაო დღის მანძილზე მატარებლები ყოველ 10 წუთში ერთხელ გამოივლიან.

ტრამვაი 22 აპრილს 05:30 საათიდან 22:00 საათამდე იმოძრავებს ყოველ 12 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ. შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით იმოძრავებენ ყოველ 15 წთში ერთხელ.

პარასკევს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ შაბათი დღის გრაფიკით, ივლიან გაცილებით ნაკლები სიხშირით, კვირის დღეებთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ დიდ შაბათს მუშაობას 22:00 საათიდან შეწყვეტენ.

onalem

ტესტ