fbpx
საბერძნეთი

იოანა პალიოსპირუ საკუთარ სახეს ნიღბის გარეშე პირველად აჩვენებს საჯაროდ

გავრცელებული ინფორმაციით, იოანა პალიოსპირუ სულ მალე საზოგადოების წინაშე ნიღბის გარეშე წარსდგება.

როგორც ირკვევა, ის მიწვეულია გადაცემაში “Πρωταγωνιστές“ და პირველად, 2 წლის შემდეგ, ნიღბის გარეშე ისაუბრებს.

პალიოსპირუს ეფი კაკარანძულა 2020 წლის 20 მაისს დაესხა თავს მჟავით და სახის 93% გაუნადგურა, დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვა ნაწილებზეც.

28 აპრილს ვნახავთ, თუ როგორ გამოიყურება ქალი, რომელმაც უამრავი ოპერაცია ჩაიტარა და თავისი ძალითა და შეუპოვრობით მთელი საბერძნეთი გააოცა.

 

onalem

ტესტ