fbpx
საბერძნეთი

როდის დამტკიცდება აბები კორონავირუსისთვის?! – კვლევის მიხედვით 88%-ით ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს

ახალი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ არის მიმართული, 88%-ით ამცირებენ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს. საუბარია პრეპარატზე, Paxlovid, რომელსაც კომპანია Pfizer აწარმოებს და ასევე პრეპარატზე, molnupiravir, რომელსაც კომპანია Merck აწარმოებს.

გამომდინარე იქიდან, რომ წამლებს აქვთ აბების ფორმა, მათი მიღება მარტივია. სავარაუდოდ, პრეპარატები მომდევნო დღეებში დამტკიცდება ევროპის მედიკამენტთა სააგენტოს მიერ, ამჟამად მხოლოდ ამერიკაშია დამტკიცებული.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული აბების გაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის და როგორც ბერძენ პროფესორებსაც მრავალჯერ აქვთ აღნიშნული, ისინი არ წარმოადგენენ “ხსნას” პანდემიის დამარცხებისთვის, უმთავრეს იარაღად კვლავ ვაქცინაცია რჩება.

Paxlovid-ის მიღება დასაშვებია 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან, კოვიდით დაავადების გამო. ეს არის ორი წამლის კომბინაცია, რომელთაგან ერთი აფერხებს ვირუსის გამრავლებას, ხოლო მეორე ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას ორგანიზმში.

რაც შეეხება molnupiravir-ს, ის განკუთვნილია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის და ადამიანის ორგანიზმში ქმნის სხვა, არააქტიურ მუტაციას, შესაბამისად, აფერხებს კორონავირუსის გამრავლებას.

onalem

ტესტ