fbpx
პოზიტივი

ათენი: ქალბატონმა ბაზარში 5.000 ევრო იპოვა და უკლებლივ პოლიციას გადასცა, რომ პატრონი იპოვონ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, კერძოდ, პაპაღუს ქუჩის ბაზარში მოხდა.

ირკვევა, რომ გამყიდველმა ქალბატონმა თავისი დახლის დალაგებისას იპოვა შეკვრა, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თანხა იქნებოდა. მან შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ შეკვრაში 5.000 ევრო იყო და სამწუხაროდ, არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი ან რაიმე სხვა ნივთი, რომელიც პატრონს აპოვნინებდა.

ქალბატონი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე პოლიციას მიმართა, რომ ნაპოვნი თანხის მფლობელი მოიძებნოს, თავად კი ამბობს, რომ რაც უნდა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ყოფილიყო, თანხას არცერთ შემთხვევაში არ დაიტოვებდა.

ამ დროისთვის პოლიცია დიდი რაოდენობით თანხის პატრონის კვალზე გასვლას ცდილობს.

onalem

ტესტ