fbpx
პოზიტივისაზოგადოება

17 წლის ბერძენი ბიჭი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის გადარჩენა უნდა

17 წლის ოდისეას ლამბრუს ენთუზიაზმი ნამდვილად გასაოცარია. მისი და მისი გუნდის მიზანი ხმელთაშუა ზღვის გადარჩენა და პლასტმასის ნაგვისგან დაცვაა… როგორ?!

ყოველ წელს ოკეანეში 1 მილიონი ტონა პლასტმასი ირყება, ხოლო აქედან მხოლოდ 1.450 ტივტივებს ზედაპირზე, რისი შემჩნევაც მარტივად არის შესაძლებელი. ეს საკმარისი აღმოჩნდა 17 წლის ბერძენი ბიჭისთვის, რომ საკუთარი თავისუფალი დრო გარემოს დაცვისთვის მიეძღვნა. მან 14 წლის ასაკში აიღო მყვინთავის დიპლომი და ჩამოაყალიბა საკუთარი გუნდი, რომლის წევრებიც თითქმის ყოველთვე ჩადიან წყალში ღრმად, რათა ამოიტანონ ყველაფერი, რაც კი იქ ყრია და რაც ზღვის ბინადრებისთვის სასიკვდილოა.

მათი ბოლო ღონისძიება მატის სანაპიროზე განახორციელეს. თითქმის ერთი წლის შემდეგ საშინელი კატასტროფიდან. მოზარდი

ბიჭი ხსნის, თუ რატომ ფიქრობს, რომ ხმელთაშუა ზღვა 12 წელიწადში ცურვისთვის შეუსაბამო იქნება:

“რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ ხალხი პატივს არ სცემს ბუნების სილამაზეს, სანაპიროებსა და ზღვას. იმ ნაგვის რაოდენობით, რასაც ყოველ წელს მოსახლეობა ზღვაში ყრის, ის ნამდვილად არ იქნება ვარგისი ცურვისთვის მომავალში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ატიკის სანაპიროებიდან დავიწყოთ და გავასუფთაოთ წყალი. ამასთანავე მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება, რათა მეტად გაუფრთხილდნენ გარემოს.”

 

onalem

ტესტ