fbpx
პოზიტივისაზოგადოება

კორონავირუსისგან დაღუპული მშობლების პენსიას პანაიოტი აიღებს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში რეკორდი მოხსნა

პანაიოტი, ნავპაქტოდან, საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ეროვნულ გამოცდებში რეკორდულად მაღალი ქულები მიიღო იმის ფონზე, რომ საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდთან უწევს გამკლავება.

ბიჭმა ორივე მშობელი კორონავირუსის დიაგნოზით ორი თვის წინ დაკარგა და მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დაუყრია. მან სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა, მშობლების ხსოვნის ხათრით სასოწარკვეთას არ მიეცა და მიაღწია წარმოუდგენელ შედეგს, ის არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც მთელ საბერძნეთში ყველაზე მაღალი ქულები მოაგროვა.

როგორც საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პანაიოტის შეატყობინა, საკუთარი მშობლისა და მათი კიდევ ერთი ნათესავის პენსიას, რომელსაც ისინი გარდაცვალებამდე იღებდნენ, არ შეწყდება და აგვისტოსთვის თანხას თავად პანაიოტი აიღებს, რადგან ამიერიდან მის სახელზე დაირიცხება.

როგორც ახალგაზრდა ამბობს, მისი ორივე მშობელი მასწავლებელი იყო და ძალიან უნდოდათ, რომ პანაიოტის უმაღლეს სასწავლებელში ესწავლა, ეს იყო მათი ოცნება და ბიჭმა ეს ყველაფერი რეალობად აქცია.

 

onalem

ტესტ