fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

1 მილიონამდე სამსახური ტურისტულ სეზონზე საბერძნეთში 2019 წელს

მსოფლიო ტურიზმის განვითარების ცენტრის მიხედვით, საბერძნეთში 2018 წელს ამ სფეროში 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს 3.5-ჯერ მეტია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელზე (2.0%).

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ტურიზმის სფეროზე საბერძნეთის ეროვნული შიდა პროდუქტის 20.6% მოდის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ხუთიდან ერთი ევრო საბერძნეთში გასულ წელს მოგზაურობაში დაიხარჯა და საერთო თანხა, რომელიც ქვეყანამ 2018 წელს ტურისტებისგან მიიღო, 37.5 მილიარდი ევროა.

საბერძნეთში დასაქმებული პირების ერთი მეოთხედი ტურიზმის სფეროში მუშაობს,  988,600 ადამიანი. ხოლო ექსპერტების ვარაუდით, 2019 წელს სამუშაოების რაოდენობა 1 მილიონს გადააჭარბებს.

ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა პროცენტული მაჩვენებელი 66-ია, ხოლო ადგილობრივებზე 34% მოდის.

 

onalem

ტესტ