fbpx
საზოგადოება

ვანა ბარბამ პაკისტანელის მიერ მოკლული ქალის 12 წლის შვილი სახლში წაიყვანა

32 წლის სტავრულა პანაგეა 9 წლის წინ, კიფისიის გამზირზე გარდაცვლილი იპოვეს. მას მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა და პოლიციამ ივარაუდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინა. ქალი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენილობა ჰქონდა, საკუთარმა პაკისტანელმა პარტნიორმა მოკლა.

ტატიანა სტეფანიდუს გადაცემაში გაჟღერდა, რომ მამაკაცი თავდაპირველად უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა, ახლა, საქმის ხელახალი განხილვის და თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

წყვილს ორი შვილი ჰყავდა, უფროსი პაკისტანში ცხოვრობს, ხოლო უმცროსი მამასთან და ფილიპინელ ქალთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მისი მამის ამჟამინდელი პარტნიორია. ის ახლა 12 წლის არის და აღნიშნულ ფილიპინელ ქალთან ერთად, ეგალეოში ცხოვრობს.

დღეს კი, ამ ამბავს ცნობილი მსახიობი, ვანა ბარბა გამოეხმაურა და სურვილი გამოთქვა, რომ ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩენილი 12 წლის ბიჭი და მისი დედინაცვალი საკუთარ სახლში წაეყვანა:

“მე აქ ვარ, რომ დავეხმარო და მხარდაჭერა გამოვუცხადო პატარას. ჩვენ ის გავიცანით დროდადრო საერთო ადამიანებისგან და ძალიან მიყვარს, მასაც ვუყვარვარ და ჩემთან თავს დაცულად გრძნობს. ის ინტელიგენტი და განსაკუთრებული ქმნილებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის თავშესაფარში არ წავიდეს.”

onalem

ტესტ