fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთისაზოგადოება

ახალი კანონი საბერძნეთის პარლამენტში: ადამიანებს სექსუალური იდენტობის შეცვლა შეუძლიათ

პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს შეუძლია შეიცვალოს სექსუალური იდენტობა ”გრძნობების” საფუძველზე.

კერძოდ, თუ ადამიანი გრძნობს, რომ აქვს გენდერული დისფორია ანუ დაბადებისას ჩაწერილი სექსუალური იდენტობა არ შეესაბამება მის ”მეს”, მას შეუძლია მარტივი სამართლებრივი ქმედების საფუძველზე ოფიციალურად შეცვალოს ის.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტმა საზოგადოებაში შესაძლოა ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს. დებულებები ითვალისწინებს, რომ პირს აქვს უფლება აღიაროს გენდერული იდენტობა, რომელსაც ის შინაგანად გრძნობს.

კანონპროექტი ხაზს უსვამს, რომ გენდერული იდენტობა განისაზღვრება, როგორც ეზოთერული გაგება ადამიანის სქესისა, რომელიც დაფუძნებულია მის ბიოლოგიურ მახასიათებლებსა და პირადი აღქმის ნაწილებზე და ის დამოკიდებულია ადამიანის ნებაზე.

onalem

ტესტ