fbpx
საბერძნეთი

ოქტომბერის თვეში საბერძნეთში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა, თუმცა, კვირის ბოლოს ვითარება იცვლება

საბერძნეთში ოქტომბრის თვე საკმაოდ თბილი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ამ თვისთვის არის დამახასიათებელი. სინოპტიკოსები იუმორით იმასაც კი ამბობენ, რომ დღეს აგვისტოს 90 რიცხვი გვაქვს, ვინაიდან აგვისტოს შემდეგ, სუსხი ჯერჯერობით არ გვქონია. წლევანდელი ოქტომბერი შეიძლება დასახელდეს, როგორც ყველაზე ცხელი ბოლო წლების მანძილზე.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ აკვირდებიან არსებულ მონაცემებს და მომდევნო ორი დღის მანძილზე შესაძლებელი იქნება დასკვნის გამოტანა, ნამდვილად არის თუ არა ეს თვე ბოლო წლებში ყველაზე ცხელი. ისტორიულად ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან ასეთი თბილი შემოდგომა გვაქვს, 1930 წელსაც, ასევე 2012 და 2019 წლებშიც არც თუ ისე ციოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ 2023 წლის ოქტომბერი თბილთან ერთად, განსაკუთრებით მშრალია, წვიმების გარეშე.

ბატონი ლაგუვარდოს ცნობებით, აღნიშნული მდგომარეობა შედარებით შეიცვლება კვირის ბოლოსთვის ანუ ნოემბრის 2 რიცხვიდან, ტემპერატურა დაიკლებს და შაბათ-კვირას წვიმასაც ვარაუდობენ.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სეზონისთვის უჩვეულო სიცხე დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან და კლიმატურ კრიზისთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვართ გარდამავალ პერიოდში, როდესაც წელიწადის ამ დროისთვის ტემპერატურა ჩვეულებრივზე 7-10 გრადუსით მაღალია.

onalem

ტესტ