fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კონტროლი, შემცირებული ვაჭრობა და უკან გაბრუნებული კლიენტები – ახალი ზომების პირველი დღეები საბერძნეთში

სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ზომების ძალაში შესვლის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო ვაჭრობის ტენდენციამ იმის ფონზე, რომ ფასდაკლებები მოქმედებს. ირკვევა, რომ მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდა 90.000 შემოწმება, დააკავეს 11 ადამიანი კანონდარღვევათა გამო, ხოლო 23 დაწესებულება დაიკეტა რამდენიმე დღით.

მაღაზიის თანამშრომელთა თქმით, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელთა ნაწილმა არც კი იცოდა, რომ თან უნდა ჰქონოდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო კაფეებისა და ტავერნების პერსონალის განცხადებით, ბევრი კლიენტი გაბრუნდა უკან, რადგან არ იცოდნენ, რომ არც გარე სივრცეში შეეძლოთ დასხდომა ტესტის ან აცრის სერთიფიკაცის გარეშე.

შესაძლოა მაღაზიების გარეთ გარკვეული რიგი ფიქსირდება, მაგრამ ეს კადრები არაფერია იმასთან შედარებით, რაც წესით ფასდაკლებების ფონზე არის ხოლმე ერმუსა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე.

onalem

ტესტ