fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია სასწაულით: კაცი, რომელმაც სიდედრი დაკარგა და შვილიშვილი შეიძინა

მანდრაში მომხდარ ტრაგედიას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, ერთი ოჯახი სხვებისგან გამოირჩევა. protothema.gr-ს კონსტანტინა იკონომუს სიძე ესაუბრა. ქალი წყალდიდობის პირველი მსხვერპლი იყო.

ოთხშაბათს რამდენიმე საათში კოროპულოს ქუჩაზე წყალმა საცხოვრებელ სახლებში შეღწევა დაიწყო. ამ დროს ქალი სიძესთან, ორსულ შვილიშვილთან და მის ქმართან ერთად იმყოფებოდა.

”წყალი საოცრად სწრაფად იმატებდა. ჩვენ წინა კარი გავამტვრიეთ და 3 მეტრის სიმაღლეზე ავედით. ჩემმა მეუღლემ თოკის საშუალებით გაგვიყვანა, მაგრამ ჩემი სიდედრი, სამწუხაროდ, საწოლს იყო მიჯაჭვული და ვერ გამოვიყვანეთ. წყალი კედლებში იჭრებოდა და მალე 2 მეტრს მიაღწია.

მეხანძრეების დახმარებით გამოსვლა შევძელით და ჩემი ფეხმძიმე შვილი საავადმყოფოში წავიყვანეთ,” ამბობს იკონომუს სიძე.

ღამის 11 საათზე ტრაგედია სასწაულით დასრულდა. მას შვილიშვილი შეეძინა, გოგონა, რომელიც 3,650 კგ იწონის. მათი მწუხარება ოდნავ შემსუბუქდა.

იხილეთ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც კონსტანტინა იკონომუ გარდაიცვალა.

onalem

ტესტ