fbpx
კრიმინალი

2.000 ევროს გამო სასტიკად მოკლული ქალი – ვინ აღმოჩნდა დამნაშავე?!

ვოლოსში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ერთ-ერთ კორპუსის სარდაფში იპოვეს 75 წლის ქალის ცხედარი, რომელიც საბნებში იყო გახვეული და დანით 20-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ქალს პოლიცია ორი დღის მანძილზე ეძებდა, მას შემდეგ, რაც მისმა დამ განაცხდა, რომ გაუჩინარდა და ვერ უკავშირდებოდა. გამოძიების შედეგად პოლიცია კორპუსის სარდაფამდე მივიდა და ქალის ცხედარი იპოვეს. გაირკვა, რომ მკვლელობა ქალის სახლში მოხდა, შემდეგ დამნაშავემ სხეული საბნებში გაახვია და სარდაფში ლიფტის საშუალებით ჩაიტანა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ემჩნეოდა სისხლის კვალი, რამაც ოფიცრები სწორი გზით წაიყვანა.

ამ დროისთვის დაკავებულია მისი 39 წლის ნათლული, რომელმაც როგორც ბერძნული მედია წერს, მკვლელობა აღიარა. ამავე წყაროს ცნობებით, სასტიკი დანაშაული მან 2.000 ევროს გამო ჩაიდინა, რომელიც ნათლიას სთხოვა და ქალმა არ მისცა. ბინაში იპოვეს დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც ხელუხლებელი იყო.

ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული ფიგურაა 75 წლის ქალის ვაჟი, რომელიც მკვლელობის დროს გვერდითა ოთახში იმყოფებოდა, მაგრამ ვინაიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის სახლში.

onalem

ტესტ