fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 35 წლის მამაკაცი, რომელიც მოსწავლეებს ავიწროვებდა, მშობლებმა დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კოსზე მოხდა, სადაც მშობლებმა 35 წლის მამაკაცი დაიჭირეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და პოლიციას გადასცეს, რათა შესაბამისად დაისაჯოს.

როგორც ირკვევა, საუბარია ადამიანზე, რომელიც 13-15 წლის გოგონებს ავიწროვებდა და ერთ-ერთ მათგანზე ძალადობაც სცადა. ეს ყველაფერი მოხდა წვეულებაზე, რომელიც კუნძულის ერთ-ერთ გასართობ ცენტრში გაიმართა. გოგონა გარეთ გამოვიდა, რა დროსაც 35 წლის მამაკაცი მიუახლოვდა, მისი მანქანაში ჩასმა და გაუპატიურება სცადა. მოზარდს გაუმართლა, რომ იქვე ერთ-ერთი მშობელი იმყოფებოდა, რომელმაც მამაკაცი შეაჩერა და ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ცნობებით, ადგილზე შემდეგ სხვა მშობლები და ბავშვებიც მივიდნენ და დამნაშავე მანამდე ჰყავდათ დაკავებული, ვიდრე იქ პოლიცია არ მივიდა. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი მეოჯახე პატიოსანი ადამიანია და ბრალდებას უარყოფს, ხოლო რაც მოხდა, სასმლის ზემოქმედების ბრალი იყო და ჩადენილს ნანობს.

მიუხედავად მისი კომენტარისა, მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას ჰყავს ქალიშვილი ზუსტად იმ ასაკში, რა ასაკის გოგონებსაც ავიწროვებდა.

onalem

ტესტ