fbpx
კრიმინალი

თესალონიკში დაპატიმრებული ქართველი ქალები უშვილო ბერძნებს პოულობდნენ და ბავშვის მიყიდვაზე უთანხმდებოდნენ

ბერძნული მედია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს თესალონიკში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრების საქმიანობის შესახებ. როგორც უკვე ცნობილია, საერთო ჯამში აყვანილია 12 ადამიანი, მათ შორის სამი ქართველი ქალია. რას აკეთებდნენ ისინი და რა როლი ეკისრათ 2016 წლიდან წამოწყებულ “ბიზნესში”?!

ამჟამინდელი ცნობებით, ქართველი ქალებიდან ორი 40, ხოლო მესამე 41 წლის არის. მათ ძირითადად შუამავლის როლი ჰქონდათ და პოულობდნენ უშვილო ბერძნულ ოჯახებს, რომელთაც ბავშვების უკანონოდ აყვანაში ეხმარებოდნენ და ათანხმებდნენ ყველა საჭირო დეტალს.

ბოლო შემთხვევისას შვილი 30 წლის ბულგარელმა ქალმა გააჩინა და სწორედ ეს ბავშვი 28.000 ევროდ უნდა გაეყიდათ. მას სუროგატი დედის როლი ეკისრა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი უკანონოდ ხდებოდა.

საერთო ჯამში 2016 წლიდან კრიმინალურ დაჯგუფებას ნახევარ მილიონ ევრომდე აქვს გამომუშავებული.

მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დაკავებულთა შორის ერთი ბერძენი ადვოკატი და კიდევ ერთი 33 წლის გინეკოლოგია, რომელიც პონტიელი ქართველია (ბერძენი საქართველოდან). დანარჩენები კი ბულგარელები არიან.

პოლიციის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, მათ დაახლოეით 27-მდე ბავშვი ჰყავთ უკანონოდ გაშვილებული.

onalem

ტესტ