fbpx
კრიმინალი

“მას მაღაზიის გაძარცვა არ უცდია და სასტიკად მოკლეს” – გრეგორი ვალიანატოსი ომონიაზე მომხდარ ინციდენტზე

ზაკ (ზახარი) კოსტოპულო 33 წლის მამაკაცია, რომელიც ომონიაზე, ძვირფასეულობის მაღაზიასთან ტრაგიკულად გარდაიცვალა. ის ყველამ “მძარცველად” მონათლა, თუმცა, საინტერესოა საპირისპირო მოსაზრებები და ვარაუდი, რომელიც შესაძლოა რეალობა აღმოჩნდეს. ვინ იყო რეალურად კოსტოპულო?!

პოლიტიკოსი, გრეგორი ვალიანატოსი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 33 წლის კოსტოპულო რეალურად მძარცველი საერთოდ არ ყოფილა.

“ყველას ვინც გადაწერს ან გაიმეორებს, რომ ზაკი, რომელიც სასტიკად მოკლეს, მძარცველი იყო, არსებობის უნდა რცხვენოდეს. ის მაღაზიაში ომონიაზე შუადღეს შევიდა!!! (სწორედ ამ დროს კი შიგნით ავტომატურად ჩაკეტილი აღმოჩნდა). ის მაღაზიის გაძარცვას კიარა, იმ საფრთხისგან თავის დაღწევას ცდილობდა, რომელიც მეპატრონისა და მისი მეგობრისგან მოდიოდა. არსებობს ამის ვიდეო-მტკიცებულებები. ყველაფერი მალე გაირკვევა, რადგან ამ სცენას თვითმხილველებიც ჰყავს. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ყველაფერს, რაც ვთქვი, ადასტურებენ.”

ინციდენტის შემდეგ დარჩა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც, როგორც ვალიანატოსი ამბობს, ნათელი სამშაბათს, 25 სექტემბერს, მოეფინება.

ზაკ კოსტოპულო იყო აქტიური მწერალი და მნიშვნელოვანი აქტივისტი, რომელიც იბრძოდა სტიგმისა და დუმილის წინააღმდეგ:

Ζακ Κωστόπουλος | Σιωπή, προκατάληψη & στίγμα: ένα επικίνδυνο κοκτέιλ from omniatv on Vimeo.

 

onalem

ტესტ