fbpx
საბერძნეთი

ბავშვი ნანგრევებში 4 საათის მანძილზე იყო მოყოლილი – კადრები დანგრეული სასტუმროდან

იერაპეტრაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება. როგორც მედია იუწყება, კლდის ნაწილმა, რომელიც შუაღამით ჩამოინგრა, სასტუმროს ორი ოთახი სრულად გაანადგურა, სწორედ ერთ-ერთში ეძინა ქალს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

მაშველები დაახლოებით 4 საათის მანძილზე თხრიდნენ იქაურობას, დიდი სიფრთხილით, რომ ქალისა და ბავშვისთვის მიეგნოთ, სამწუხაროდ, ქალი გარდაცვლილი ამოიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი სასწაულებრივად გადარჩა. ისინი 1,5 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.

ოჯახი სლოვაკეთიდან არის და კუნძულ კრეტაზე დასასვენებლად იყო ჩასული, შვებულება კი, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დასრულდა.

კრეტას სასტუმროების მფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსგავსი მოვლენის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო: “შეძრულები ვართ მომხდარით, ეს არის ფაქტი, რომლის წინასწარმეტყველებაც შეუძლებელი იყო. აქ ათასობით ადამიანი ისვენებს ყოველ წელს და კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქამდე არასოდეს გვქონია რაიმე ნიშანი იმისა, რომ კლდე შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო,” აცხადებს პრეზიდენტი.

onalem

ტესტ