fbpx
ეკონომიკა

“2 ნოემბრიდან საბერძნეთში იგრძნობთ, თუ როგორ გაიაფდა პროდუქტები” – ადონის გეორგიადი

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ეკონომიკური ზომის, “საყოფაცხოვრებო კალათის” შესახებ, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა, რათა მოსახლეობას პროდუქტების გაძვირების ფონზე დაეხმაროს.

აღნიშნული ზომა ძალაში 2 ნოემბრიდან შევა და როგორც ადონის გეორგიადი აცხადებს, მომხმარებელს უკვე შეეძლება, რომ შეადაროს ძველი და ახალი ფასები და იგრძნოს განსხვავება საკუთარ ჯიბეზე.

“ჩვენ გავაჟღერებთ სუპერმარკეტების იმ ქსელებს, რომელთაც ყველაზე დაბალი ფასები ექნებათ. კონტროლი, ამ მხრივ, იქნება ინტენსიური და 2 ნოემბრიდან უკვე შეგვეძლება, რომ შევადაროთ ფასები და ვიგრძნოთ განსხვავებაც. ამ რთულ ვითარებაში მოსახლეობა შეძლებს, რომ სუპერმარკეტში პროდუქტები უკეთეს ფასებში იპოვოს, ჩვენ ახლა ვიბრძვით ნამდვილად რთულ პირობებში.

სუპერმარკეტების არცერთ ქსელს არ ეკრძალება, რომ “საყოფაცხოვრებო კალათის” სიაში შეიტანოს 50-ზე მეტი პროდუქტი, მაგრამ არ ექნებათ უფლება, რომ 50-ს ჩამოსცდნენ. ოთხშაბათიდან ყველა ქსელს ექნება თავისი “კალათი” და იფუნქციონირებს სპეციალური საიტიც,” ამბობს გეორგიადი.

 

onalem

ტესტ