fbpx
საბერძნეთი

“კლდე, რა თქმა უნდა, ჩამოინგრეოდა, სასტუმრო არასწორ ადგილას იდგა” – გეოლოგიის პროფესორი, ეფთიმიოს ლეკას

გეოლოგიის პროფესორი, ეფთიმიოს ლეკასი აცხადებს, რომ კრეტაზე, კერძოდ, იერაპეტრაში მომხდარი შემთხვევა მისთვის გაკვირვების საგანი არ ყოფილა. ცხადია, ტრაგედია, ძალიან მძიმეა, მაგრამ მისი განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ ამ ადგილას კლდე ჩამონგრეულიყო.

“ეს კონკრეტული ოთახები არასწორ ადგილას იყო განთავსებული. ცხადია, რომ ჩატარდა საკმაოდ ბევრი სამშენებლო ტექნიკური სამუშაო, რამაც ეს ადგილი მოწყვლადი გახადა და მხოლოდ დროის ამბავი იყო, რომ კლდე ჩამონგრეულიყო. ტერიტორია ხასიათდება გაზრდილი რისკით. 1980 წელს, როდესაც ეს სასტუმრო აშენდა, არ არსებობდა ინსტიტუციური ჩარჩო, რომ თავიდან აგვეცილებინა მსგავსი მშენებლობები, მას შემდეგ კი, არაფერი გაკეთებულა. გაზრდილია მორფოლოგიური გრადიენტები, დაკიდებულია დიდი ქანები და სიტიაში მოსულმა წვიმამ, სულ რაღაც 15 დღის წინ, გარკვეული როლი ითამაშა ამ ქანების ჩამშლაში,” ამბობს პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროს ნგრევის შედგეად ტურისტი ქალბატონი დაიღუპა, საავადმყოფოშია მისი 9 წლის ვაჟი, კიდურების დაზიანებით.

onalem

ტესტ