fbpx
ეკონომიკა

სოციალური დახმარება საბერძნეთის მთავრობისგან 28 იანვარს დაირიცხება!

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური დახმარება, რომლისთვისაც 63.128.428 ევროა გამოყოფილი, მოსახლეობის ანგარიშებზე 28 იანვარს დაირიცხება. დახმარება განკუთვნილია KEA-ს ბენეფიციარებისთვის. როგორც ცნობილია, 28 იანვარს თანხები დაერიცხებათ მათ, ვინც განაცხადი 31 დეკემბრამდე შეავსო.

შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოლიდარობის მინისტრის განცხადებით, დახმარება დაახლოებით 600.000 ადამიანზე გაიცემა.

ბენეფიციარებს თანხები საკუთარ საბანკო ანგარიშებზე დაუჯდებათ და რაოდენობა 100 ევროს ან მეტს შეადგენს ყოველთვიურად.

KEA-ს ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მახლობელ ბანკებს, სადაც ბარათები აქვთ აღებული და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმა https://keaprogram.gr/pubnr/Account/Login ახლაც ღია რჩება, ამიტომ მსურველებს განაცხადის შევსება კვლავ შეუძლიათ.

onalem

ტესტ