fbpx
საბერძნეთი

“ჩემი შვილის მკვლელებთან კომუნიკაცია არ მინდა, მართლმსაჯულებას გადავცემ მათ” – ალკის დედა

თესალონიკში მოკლული ბიჭის დედა მედიასთან კიდევ ერთხელ საუბრობს თავის უდიდეს დანაკარგზე. ქ-ნ მელინამ სრული ნდობა გამოუცხადა ბერძნულ მართლმსაჯულებას და განაცხადა, რომ არანაირი კომუნიკაცია არ სურს თავისი 19 წლის შვილის მკვლელებთან.

“გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარე იწყებს ერთგვარ თამაშს და ცდილობს კომუნიკაციას ჩვენთან, მინდა ნათელი მესიჯი გავაგზავნო: არ მსურს არანაირი კონტაქტი ჩემი შვილის მკვლელებთან. ასევე არ მინდა, რომ რაიმე სახის დაპირისპირებაში შევიდე, მხოლოდ პატივი მინდა სცენ ალკის დაკარგვას, მე ჩემს შვილს ვგლოვობ!

ძალიან ბევრი კითხვა მტანჯავს ამ ბოლო დღეებში, ჩემი გონება ცარიელდება და შემდეგ ისევ ივსება. ეს თემა ყველას უნდა გვაწუხებდეს, ყველა ოჯახს, ყველა დაწესებულებას, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე.

რაც შეეხება საბერძნეთის პოლიციას, მან საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა. მაშინვე გამოგვიგზავნეს ფსიქოლოგი, ყველაფერი გააკეთეს, რომ თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ გვეგრძნო. მკვლელების ბედს კი, ბერძნულ მართლმსაჯულებას გადავცემ,” ამბობს ქ-ნ მელინა.

onalem

ტესტ