fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი შემთხვევა კიფსელზე: ბერძენმა ქალმა 7 წლის შვილი მოკლა და ცხედარს 5 წელი აივანზე ყუთში ინახავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბერძენმა ქალმა და მისმა პოლონელმა პარტნიორმა შემზარავი დანაშაული უკვე აღიარეს.

ამბავი რეალურად 5 წლის წინ მოხდა, როდესაც ბერძენმა ქალმა საკუთარი 7 წლის შვილი მოკლა და ამ ყველაფერში მისი პოლონელი პარტნიორიც მონაწილეობდა. როდესაც ბავშვი გაუჩინარდა, დედა პოლიციას უმტკიცებდა, რომ მცირეწლოვანი მის ყოფილ ქმართან, პოლონეთში იმყოფებოდა, მაგრამ გამოძიება არ შეწყვეტილა, რადგან ქალი საეჭვოდ იქცეოდა და მისი მონათხრობი არ იყო დამაჯერებელი.

სამწუხაროდ, 5 წლის შემდეგ, ბავშვის ცხედარი ასტიპალეას ქუჩაზე, მისივე სახლის აივანზე არსებულ ყუთში იპოვეს, სადაც მთელი ამ ხნის მანძილზე მალავდა დედამისი.

ბერძენი ქალი და პოლონელი მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულები არიან.

onalem

ტესტ