fbpx
საბერძნეთი

კიფსელი: ვინ არის ბერძენი ქალი, რომელიც საკუთარი 7 წლის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

ბერძნული მედია ავრცელებს კიფსელზე მომხდარი საზარელი დანაშაულის მთავარი გმირის ვინაობასა და ფოტოს. საქმე ეხება ბერძენ ქალს, 29 წლის ხრისტინა-კლაუდია მანიატაკის, რომელიც საკუთარი 7 წლის შვილის ცხედარს 5 წლის მანძილზე აივანზე ინახავდა.

ქალმა პოლიციასთან დანაშაული უკვე აღიარა. მისი თქმით, ბავშვი საიზოლაციო ლენტით მოკლა მისმა პოლონელმა პარტნიორმა, თავად კი, ზუსტად იმ მომენტისთვის ვიდეოთამაშით იყო დაკავებული. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ბიჭი ნამდვილად მკვდარი იყო, მამაკაცმა უთხრა, რომ ამ საქმეს მოაგვარებდა და მას შემდეგ, რაც დედაც დათანხმდა, მისივე დახმარებით ცხედარი ხელსაწყოების ყუთში ჩადეს.

მანიატაკი აცხადებდა, რომ ბავშვი მის ბიოლოგიურ მამასთან იყო და მის გაუჩინარებას ასე ხსნიდა.

პოლიციას სულ რამდენიმე დღის წინ შეუვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რეალურად 29 წლის მანიატაკის სახლში და ოფიცრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება, შედეგად ისიც და მისი პოლონელი მეორე ნახევარიც, შემდეგ კი, ბავშვის ცხედარიც იპოვეს.

onalem

ტესტ