fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა მოგზაურობის რეკორდი მოხსნეს – სად მიდიან ისინი ყველაზე ხშირად?!

ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ ბერძნებმა საზღვარგარეთ მოგზაურობის რეკორდული რიცხვი დააფიქსირეს. ბოლო 13 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო იზრდება, უფრო კონკრეტულად კი, 2005 წელს ქვეყნიდან გასულ ადამიანთა რაოდენობა 3.6 მილიონი იყო, ხოლო 2018 წელს სამოგზაუროდ 7. 96 მილიონი ბერძენი წავიდა.

საერთო ჯამში ინდივიდუალურად მოგზაურობაში 7.3 მილიონი ბერძენი წავიდა, ხოლო ჯგუფურში 700.000 ადამიანი გაემგზავრა.

ბერძნებისთვის 2018 წელს ყველაზე პოპულარული ქვეყანა ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც 2.37 მილიონი ადამიანი გაემგზავრა, შემდეგ მოდის თურქეთი 967.000-ით, გერმანია 499.000-ით და იტალია, სადაც 405.000-მა ადამიანმა იმოგზაურა.

საბერძნეთის ბანკის ინფორმაციით, დაგეგმილი ტურებით ისარგებლა 702.000-მა ბერძენმა, ხოლო დანარჩენმა დამოუკიდებლად მოგზაურობა არჩია.

 

onalem

ტესტ