fbpx
საზოგადოება

გიორგოს ტრაგას მეუღლე, მარია კარა სასამართლოში 30 მილიონ ევროსთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს მისცემს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგოს ტრაგას მეუღლე, მარია კარა, სასამართლოშია გამოძახებული, რათა ახსნა-განმარტებები მისცეს. საუბარია 2012 წლიდან 2021 წლამდე პერიოდზე, როდესაც კარამ საგადასახადო დეკლარაციები საერთოდ არ წარადგინა ან წარადგინა უზუსტობებით.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ქალბატონი კარა, რომელიც პროფესიით ასევე ჟურნალისტია, მოსამართლემ დაიბარა, რომ კონკრეტული ახსნა-განმარტებები მისცეს, ვინაიდან 2012 წლიდან არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები, რომლებიც 30 მილიონი ევროს ოდენობის ქონებას შეესაბამება.

მისი საქმე მართლმსაჯულების ყურადღების ეპიცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოს ხელმძღვანელმა, ხარალამბოს ვულტიოტიმ პროკურატურაში გამოძიების პირველი დასკვნები გადააგზავნა.

ამ დასკვნების მიხედვით, ქ-ნ კარა ყოველ წელს დაახლოებით 3 მილიონ ევროს “მალავდა” სახელმწიფოსგან პირად ან იმ ანგარიშებზე, რომლებსაც ტრაგასთან ერთად ფლობდა.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მარია კარა ითხოვს კონკრეტული ვადების მიცემას, რათა გაეცნოს მის წინააღმდეგ შეტანილი საქმის შინაარსს.

onalem

ტესტ