fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მონაცემები კრიტიკული ხდება – ნახეთ, რა რიცხვები ფიქსირდება ქვეყანაში

ΕΟΔΥ-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბერძნეთში ბოლო 24 საათში კრიტიკული რიცხვი, 1.797 ინფიცირებული დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, პროფესორთა პროგნოზი მართლდება და თვის ბოლოსთვის ეს მონაცემი 2.000-მდე გაიზრდება.

ექსპერტთა ვარაუდით, ახლა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის დასაწყისია და ეს ყველაფერი დელტა მუტაცის დამსახურებაა, რომელიც ყველა სხვა შტამთან შედარებით ბევრად სწრაფად ვრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულთა საშუალო ასაკი ამ ეტაპისთვის 43 წელია. პროფესორთა თქმით, მუტაცია გავრცელდება მათში, ვინც აცრილი არ არის და სერიოზულ პრობლემებს შექმნის, თუკი ზაფხულის ბოლოს იმუნიტეტის კედელი არ გვექნება.

რეანიმაციაში მოთავსებულთა რაოდენობა 168-ს უდრის, ხოლო ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

onalem

ტესტ