fbpx
კრიმინალი

ათენი: პატისიონზე დააკავეს მკვლელი, რომელსაც ინტერპოლი 14 წელი ეძებდა

საბერძნეთის პოლიციამ ათენში, კერძოდ პატისიონის გამზირზე 38 წლის პაკისტანელი დააკავა, რომელსაც ინტერპოლი, არც მეტი არც ნაკლები, 14 წლის განმავლობაში ეძებდა.

ის განსაკუთრებით სასტიკი დამნაშავეა, რადგან 2007 წელს პაკისტანში მამაკაცი (ასევე პაკისტანელი) დაუნდობლად მოკლა, შემდეგ, როგორც ჩანს, საბერძნეთში ჩამოსვლა შეძლო და მთელი ამ წლების მანძილზე თავისუფლად დადიოდა.

ის თავდაპირველად ოფიცრებმა საეჭვო ქცევის გამო გააჩერეს, შემოწმების მიზნით, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე.

38 წლის პაკისტანელმა სამ თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა სასტიკი მკვლელობა, თავი კი საბერძნეთს შეაფარა, სადაც 14 წლის შემდეგ დააპატიმრეს.

 

onalem

ტესტ