fbpx
საზოგადოება

დიდი დარტყმა ბერძნულ ტურიზმს – ჯავშნების 50% გაუქმებულია

კორონავირუსის გავრცელებამ ბერძნულ ტურიზმს უკვე დიდი დარტყმა მიაყენა. ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკაც ძირითადად ამ სფეროზე დგას, ეს ტრაგიკული შედეგია.

როგორც საბერძნეთის სასტუმროების მფლობელთა გაერთიანების პრეზიდენტი, გრიგორის ტასიოსი აცხადებს, 50%-იან ვარდნას განიცდიან.

ირკვევა, რომ გაუქმებულია ჯავშნების 50%, ძირითადად თესალონიკსა და ათენში, თუმცა, სხვა ტურისტული დანიშნულების ადგილებშიც. ჩინელი ტურისტები საბერძნეთში სწორედ ამ დროს ჩამოდიოდნენ.

ამას გარდა, ზარალი გამოწვეულია სასკოლო ექსკურსიების გაუქმებითაც.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონავირუსით 90 ადამიანია ინფიცირებული.

onalem

ტესტ