fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: გარდაცვლილი დედის ცხედარი ტაქსით გადაასვენა, რადგან დამკრძალავი ბიუროები ძვირი იყო

ამბავი, რომლის შესახებაც Enikos.gr იუწყება, ნამდვილად უპრეცენდენტოა. საუბარია 65 წლის ქალზე, ფოკიდადან, რომელსაც დედა გარდაეცვალა და შესაბამისად, მისი დაკრძალვის ცერემონია უნდა გამართულიყო.

ის ადგილზე მდებარე დამკრძალავ ბიუროებში წავიდა, რომ პირობები გაეგო და მათგან ფასდაკლება და სპეციალური შეთავაზებები ითხოვა. როგორც ჩანს, ბიუროებმა მას უარი უთხრეს, ქალმა კი ჩათვალა, რომ დაკრძალვის ფასები ძალიან მაღალი იყო, შესაბამისად, სხვა ხერხს მიმართა.

მან გარდაცვლილი დედის ცხედრის ტაქსით გადაასვენება გადაწყვიტა, რომ ამ პროცესში დიდი თანხა არ გადაეხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე 65 წლის ქალს სხვა იდეებიც ჰქონდა. ჯერ ფიქრობდა, რომ დედის ცხედარი საკუთარი მანქანის საბარგულში ჩაესვენებინა და არკადიის სასაფლაომდე ასე მისულიყო, ვინაიდან გარდაცვლილი იქიდან იყო წარმოშობით და იქ უნდა დაეკრძალათ. თუმცა, საბოლოოდ, ტაქსის უკანა სავარძელზე დაასვენა და ასე გაუდგნენ გზას.

ირკვევა, რომ ამის შესახებ პოლიციამდე მივიდა ინფორმაცია და როცა ტაქსი შემოწმებისთვის გააჩერეს, უკანა მხარეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც, ცხადია, სასახლეშიც კი არ იყო ჩასვენებული, სავარძელზე პირდაპირ იყო მოთავსებული, ზეწრებში გახვეული.

ამ ყველაფერს გარდაცვლილის შვილისა და ტაქსის მძღოლის დაკავება მოჰყვა, ხოლო ცხედარი მორგში გადაასვენეს, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

onalem

ტესტ