fbpx
საზოგადოება

“მჟავა “პროფესიონალურად” შეასხა და იქაურობა ისე დატოვა, კამერებმა ვერ აღბეჭდეს, ის ჭკვიანია” – ბალასკასი პაპასპირუს საქმეზე

პოლიცია ამ დრომდე კალითეაში 34 წლის ქალზე მჟავით თავდასხმის თემას განიხილავს. ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რომელიც არ დასრულდა მსხვერპლის სიკვდილით, არამედ მისი ცხოვრების განადგურებით. მიზანიც, სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო. ოფიცრები ცდილობენ თავდამსხმელის პროფილის შესწავლას და ამაში ჩართულია პოლიციელთა კავშირის პრეზიდენტი, სტავროს ბალასკასიც კი.

როგორც ბალასკასმა ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბრისას განაცხადა, თავიდან ყველას ეგონა, რომ დამნაშავის პოვნა მხოლოდ რამდენიმე საათის საქმე იყო, თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ აღმოჩნდა:

“ის იყო ძალიან ფრთხილი, საქმე შეასრულა პროფესიონალურად (თავდასხმა) და იქაურობა ისე დატოვა, კამერებმა ვერ დააფიქსირეს. არ დატოვა არნაირი კვალი, ეს მიუთითებს მის “პროფესიონალიზმზე”. ამის გამო ახლა საქმეში კიდევ უფრო ღრმად ჩავდივართ და ვიყენებთ სხვა მეთოდებს, მისი ვინაობის გასარკვევად.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში რაღაცები ცუდად იმიტომ მიდის, რომ ვიღაც სხვა მათზე უკეთესია.

ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს თავდასხმა უკავშირდება თუ არა იოანას პირად ცხოვრებას. არც იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ ეს იყო შეკვეთილი საქმე.

იმასაც ფიქრობენ, რომ იოანამ იცის, თუ რატომ მოხდა თავდასხმა და არ უნდა ამის თქმა, მაგრამ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. გამოძიება მიმდინარეობს,” განაცხადა გაერთიანების პრეზიდენტმა.

 

onalem

ტესტ