fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება ხვალიდან, 14 ივნისიდან საბერძნეთში?!

ხვალიდან, 14 ივნისიდან, საბერძნეთში ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც ძირითადად სუპერმარკეტებს, საცხობებს და სურსათის სხვა მაღაზიებს ეხებათ.

მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, მათი სამუშაო საათები იზრდება და ახალი გრაფიკი განისაზღვრება დილის 07:00 საათიდან 22:30 საათამდე.

აღნიშნული ცვლილება ძალაშია 14 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.

თითოეულ დაწესებულებაში დასაშვებია ერთი კლიენტი ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე, ფართობის შესაბამისად.

მაღაზიათა სხვადასხვა ქსელი შესაძლოა გაიხსნას სხვადასხვა დროს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული საათები არის გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია მათი მუშაობა. ამრიგად, ხელმძღვანელობა თავად გადაწყვეტს, რომელ საათზე გახსნას ესა თუ ის დაწესებულება.

onalem

ტესტ