fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი მკვეთრად იცვლება: ძლიერი წვიმა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ამინდი მკვეთრად უარესდება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და უხვი ნალექის გამო სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გაფრთხილებას ავრცელებს, რამდენიმე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მისამართით.

კერძოდ, ხვალ შუადღიდან ფენომენი განსაკუთრებით გააქტიურდება იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, ღამით კი პელოპონისოში.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება ათენსა და ზოგადად, ატიკის რეგიონს, ხვალ მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმა, შუადღიდან, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება. კვირას ღამით კი ნავარაუდევია ელ-ჭექი. ტემპერატურა იმერყევებს 9-დან 15 გრადუსამდე.

თესალონიკში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და მოღრუბლულობა. დილის საათებში შეზღუდული იქნება ხილვადობა. ქალაქის ცენტრში ჰაერი 6-დან 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქალაქგარეთ იქნება 3-5 გრადუსით ნაკლები.

კერძოდ, მითითებები, რომლებსაც სამინისტრო გასცემს მოსახლეობის იმ ნაწილის მისამართით, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ასეთია:

თავიდან აირიდეთ გადაადგილება, თუ ეს უკიდურესად საჭირო არ არის.

კარგად დახურეთ სახლის კარებები და ფანჯრები.

წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შემთხვევაში აუცილებლად ადით სახლის ყველაზე მაღალ წერტილში.

ნუ გადაკვეთთ ნიაღვრებს და დატბორილ გზებს, ნურც ფეხით და ნურც მანქანით.

მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში მიჰყევით ხელისუფლების მითითებებს.

onalem

ტესტ