fbpx
საბერძნეთი

გაიზარდა ბერძნების რიცხვი, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უნდათ

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით ცნობილი გახდა კვლევის შედეგები, რომელიც ორიენტირებული იყო იმის გარკვევაზე, თუ გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აპირებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოიკითხა 1.000 პირი, რომელთა ასაკიც იყო 17 წლიდან ზემოთ. ირკვევა, რომ 48%-მა უპასუხა, რომ ვაქცინას დაუყოვნებლივ გაიკეთებს, 31% ამბობს, რომ კიდევ ცოტას დაიცდის, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას.

აღნიშნული პირები გამოიკითხნენ იანვრის თვეში, შესაბამისად, დეკემბერში ჩატარებულ გამოკითხვასთან მიმართებაში, გაზრდილია ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიცხვი, შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ მოიცდის, ხოლო თითქმის არ შეცვლილა მათი რიცხვი, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება.

გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ კმაყოფილია ვაქცინაციის მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით, 43%-ს არ მოსწონს, ხოლო 21%-მა ან არ იცის ან საერთოდ არ სცემს პასუხს.

 

 

onalem

ტესტ