fbpx
მსოფლიო

“გადაგვარჩინეთ, შეაჩერეთ გენოციდი, ბერძნებო, დაინახეთ სიმართლე!” – ალექსანდრა პროცენკო

სასოწარკვეთა, დახმარების თავგანწირული თხოვნა და სურვილი, რომ ბერძნებმა, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, საბერძნეთში, სიმართლე დაინახონ – ამ ყველაფრის შემცველია უკრაინაში ბერძნული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრა პროცენკოს წერილი, რომელიც მან მარიუპოლის მიწისქვეშა თავშესაფარში დაწერა.

პროცენკო ხაზგასმით ამბობს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდება ცალსახა გენოციდი, როგორც უკრაინელის ხალხის, ასევე უკრაინაში მცხოვრები ბერძნების მიმართ. ქ-ნ ალექსანდრას მოჰყავს არაერთი მაგალითი, ბერძენთა მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე, ნგრევის შესახებ ბერძნულ სოფლებში.

ის ითხოვს, რომ გაერთიანდნენ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ბერძნები და დაწესდეს ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ხალხმა უბრალოდ გადარჩენა შეძლოს.

პროცენკო ბერძნებს მიმართავს და ეუბნება, რომ არ მოუსმინონ რუსულ პროპაგანდას, რადგან რუსეთს არ აქვს ის “კეთილი” ზრახვები, რასაც “გამოთავისუფლების ოპერაციას” უწოდებს და ეს ყველაფერი ცალსახა ტყუილია.

როგორც უკვე ცნობილია, მარიუპოლში რუსულ ძალადობას ბერძნებიც ემსხვერპლნენ.

onalem

ტესტ