fbpx
პოლიტიკა

ომი უკრაინაში: კირიაკოს მიცოტაკი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით დაუკავშირდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი დღეს ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკსის. საუბრის მთავარი თემა იყო, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-19 დღეს არსებულ პრობლემებს, ფაქტობრივად, კატასტროფას.

კირიაკოს მიცოტაკიმ ზელენსკის ცალსახა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და უთხრა, რომ ისინი კიდევ გააგზავნიან დახმარებას, პარალელურად კი, საბერძნეთი მზად არის ლტოლვილტა ტალღების მიღებისთვის.

ორი ქვეყნის უმაღლესმა პირებმა ასევე განიხილეს დრამატული ვითარება, რომელიც ბერძნებით დასახლებულ რეგიონებში არსებობს, ვინაიდან ამ დროისთვის უმთავრეს აუცილებლობად რჩება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა, რათა ხალხი უსაფრთხო ადგილას გადავიდეს და წვდომა გაუჩნდეთ საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებზე.

მიცოტაკი დაინტერესდა მარიუპოლში საბერძნეთის გენერალური კონსულის და თავშესაფრებში ჩარჩენილი სხვა ადამიანების უსაფრთხოების საკითხით და ხაზი გაუსვა, რომ გასულ კვირას საფრანგეთიდან ევროკავშირმა მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა უკრაინას, ევროპული პერსპექტივების თვალსაზრისით. მან ისიც დასძინა, რომ ყველა მოკავშირე სახელმწიფოს მიერ სანქციების გამკაცრება ხელს შეუწყობს რუსული მხარის მიერ თავდასხმის შეჩერებას.

onalem

ტესტ