fbpx
საზოგადოება

“გულზე ხელს ვიდებ და გულწრფელად ვამბობ, რომ ვერ გიპასუხებთ” – თამთას ბოლო ინტერვიუ ბერძნულ მედიასთან

როგორც ბერძნული მედია წერს, თამთა ის პოპ ვარსკვლავია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. მომღერალმა წლევანდელ ევროვიზიაზე კვიპროსი წარადგინა და ამ დრომდე დამსახურებულად ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო გამომსვლელთა სიაში. კონკურსზე ის შთაბმეჭდავი იყო არა მხოლოდ სიმღერით, არამედ სტილითაც.

ის ათენის Golden Hall-ის შოურუმში დააფიქსირეს, სადაც მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.

– შენი ცხოვრების რომელ ეტაპს გაამეორებდი გაუსრულებლად?

სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრების არცერთი ეტაპის გამეორება არ მინდა და მირჩევნია ვიცხოვრო მომენტით, რომელიც მოდის. არ მომწონს წარსულზე მიწებება. სწორედ ამიტომ არაფერს გავამეორებდი, რადგან დავკარგავ იმას, რაც წინ მელის.

– რა არის პოპ ვარსკვლავობის ყველაზე დიდი სირთულე?

ვფიქრობ ეს არის ხანგრძლივობა, თანმიმდევრულობა და თვითონ დრო…

– დათვლილი გაქვს, თუ რამდენი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი ან აქსესუარი გაქვს? გაგვანდე…

გულზე ხელს ვიდებ და ვამბობ, არ შემიძლია ამაზე გიპასუხოთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი.

– ვინ არიან შენთვის სტილის კერპები?

გრეის კელი, ჯეინ ბირკინი, ოდრი ჰეპბერნი, გრეის ჯონსი, შერი და ბევრი სხვა…

 

onalem

ტესტ