fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა ექთნის დახრჩობა სცადა, რომელმაც მისი მეუღლის შინ გაშვება გააჭიანურა

ამ დროისთვის პოლიცია ხანში შესულ მამაკაცს ეძებს, რომელსაც საავადმყოფოს ექთანზე თავდასხმა ედება ბრალად. პირგოსის პათოლოგიური კლინიკის განყოფილებაში მან ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა, რადგან მის მეუღლეს საავადმყოფოდან გაწერა გაუჭიანურდა.

შემთხვევა დაცვის თანამშრომელმა გაანეიტრალა, რომელიც ექთნის დასახმარებლად მივიდა. ის ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაშია, რადგან უკვე სიკვდილამდე იყო მისული. დაცვამ გამოიძახა პოლიცია, თუმცა, ოფიცრების მოსვლამდე მოძალადემ გაქცევა შეძლო.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მამაკაცმა ექთანს სთხოვა, რომ მისი მეუღლის ხელიდან გადასხსმისთვის საჭირო კათეტერი მოეშორებინა და გაწერისთვის საჭირო დოკუმენტებისთვის მოეწერა ხელი, ის კი ამ დროს დაკავებული იყო და ამ ყველაფრის შესრულება გააჭიანურა. შედეგაც ის ქალს თავს დაესხა და ყელში ძლიერად რამდენიმე წუთის მანძილზე უჭერდა.

ცნობილია, რომ რომ არა დაცვის თანამშრომელი, შესაძლოა ექთანი მოეკლა კიდეც.

onalem

ტესტ