საბერძნეთი: 28 წლის უცხოელი, რომელმაც რამდენიმე საათში 6 მანქანა გაძარცვა
საბერძნეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 28 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ბოლო რამდენიმე საათში 6 მანქანის ძარცვა და ძარცვის 3 მცდელობა ედება.
კერძოდ, მამაკაცი ალბანეთის მოქალაქეა. ის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს და პოლიციამ მისი დაკავება ამ გზით შეძლო.
კამერაზე ჩანდა, როგორ ტეხდა ის მანქანის ფანჯრებს.
მან გაძარცვა 6 მანქანა და სცადა კიდევ 3 მანქანის დაყაჩაღება, თუმცა, არ გამოუვიდა.
დამნაშავე სპარტის პროკურატურაში გადაიყვანეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ჩადენილი აქვს თუ არა მას კიდევ სხვა დანაშაულები.